flytkt.ge ავია ბილეთები

რა არის ავიაბილეთების კალენდარი?

მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იაფი ავიაბილეთების მოძიებაა. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად, flytkt.ge გთავაზობთ უნიკალურ ინსტრუმენტს - დაბალი ფასების კალენდარს, რომელიც თქვენი ბიუჯეტური მოგზაურობის საუკეთესო მეგზური გახდება.

როგორ მუშაობს?

სეს არის ინოვაციური ფუნქცია, რომელიც ვიზუალურად გაჩვენებთ ავიაბილეთების ფასებს მთელი თვის განმავლობაში თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე. თუ თქვენი მოგზაურობის თარიღები მოქნილია, კალენდარი გაძლევთ შანსს, მარტივად აღმოაჩინოთ დღეები, როდესაც ფრენა ყველაზე ხელმისაწვდომია.

ავიაბილეთების კალენდრის უპირატესობები:

  • მაქსიმალური ეკონომია: აღმოაჩინეთ ყველაზე იაფი ფრენის დღეები და შეიძინეთ ავიაბილეთი ყველაზე დაბალ ფასად.
  • მეტი მოქნილობა: თუ კონკრეტულ თარიღზე არ ხართ დამოკიდებული, კალენდარი დაგეხმარებათ იპოვოთ იდეალური დრო, რომელიც თქვენს ბიუჯეტს ყველაზე მეტად ერგება.
  • დროის დაზოგვა: დაივიწყეთ სხვადასხვა თარიღის სათითაოდ შემოწმება. მიიღეთ სრული ინფორმაცია ერთ სივრცეში და დააჩქარეთ დაგეგმვის პროცესი.
ავიაბილეთები

ჩვენს შესახებ

flytkt.ge არის თანამედროვე ონლაინ პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ავიაბილეთების ძიება და შეძენა იყოს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენი მისიაა, მოგცეთ წვდომა ასობით ავიაკომპანიის საუკეთესო შეთავაზებაზე ერთ სივრცეში და დაგეხმაროთ თქვენი ოცნების მოგზაურობის დაგეგმვაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი სერვისები:

  • ავიაბილეთები მსოფლიოს გარშემო: ჩვენი ჭკვიანი საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო ფასად.
  • სამოგზაურო დაზღვევა: ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იპოვეთ და დაჯავშნეთ სასტუმროები, რომლებიც სრულად შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ბიუჯეტს.
  • სამოგზაურო დაზღვევა: იმოგზაურეთ მშვიდად და იყავით დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენზე მორგებული სამოგზაურო დაზღვევის შერჩევაში.
  • მომხმარებელზე მორგებული სერვისი: ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში, რათა თქვენი გამოცდილება იყოს სრულყოფილი

როგორ დავჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად?

საზღვარგარეთ მოგზაურობა სულაც არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტს, თუ იცით, როგორ მოძებნოთ იაფი ავიაბილეთები. flytkt.ge გიზიარებთ რამდენიმე გამოცდილ და ეფექტურ რჩევას, რომლებიც მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

რჩევები იაფი ავიაბილეთების შესაძენად:

    • დაჯავშნეთ წინასწარ: ავიაბილეთებზე ფასები მატულობს ფრენის თარიღის მოახლოებასთან ერთად. საუკეთესო შეთავაზებების მისაღებად, დაგეგმეთ მოგზაურობა და შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
    • აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: თუ ბიუჯეტი შეზღუდული გაქვთ, "ლოუქოსთ" ავიაკომპანიები საუკეთესო გამოსავალია. მართალია, ისინი საბაზისო სერვისს გვთავაზობენ, მაგრამ ფასთა სხვაობა მნიშვნელოვანია.
    • იმოგზაურეთ ხელარგით: ჩასაბარებელი ბარგი ხშირად დამატებითი საფასურით განისაზღვრება. თუ შესაძლებელია, შემოიფარგლეთ მხოლოდ ხელბარგით, რომლის ღირებულებაც, როგორც წესი, ავიაბილეთის ფასშია გათვალისწინებული.
    • გაითვალისწინეთ სეზონურობა: მოგზაურობა არასეზონურ პერიოდში (მაგალითად, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე) გაცილებით იაფი და კომფორტულია, ვიდრე ზაფხულის პიკზე ან სადღესასწაულო დღეებში.
    • იფრინეთ კვირის შუა დღეებში: როგორც წესი, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ფრენები უფრო იაფია, ვიდრე შაბათ-კვირას. ასევე, დილის ან გვიანი ღამის რეისები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია.
    • შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი: თუ უკან დაბრუნებასაც გეგმავთ, ორმხრივი ავიაბილეთის ერთიანად შეძენა თითქმის ყოველთვის უფრო ეკონომიურია, ვიდრე ორი ცალმხრივი ბილეთის ყიდვა.
    • ისარგებლეთ ტრანზიტული რეისებით: პირდაპირი ფრენები სწრაფი და კომფორტულია, მაგრამ ხშირად უფრო ძვირი ღირს. თუ დრო გაქვთ, რეისები გადაჯდომით საუკეთესო საშუალებაა თანხის დასაზოგად.
    • გამოიყენეთ flytkt.ge: ჩვენი პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა ავიაკომპანიის შეთავაზებებს, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეადაროთ ფასები და აირჩიოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი.
ავიაბილეთები

ხშირად დასმული კითხვები

რა მჭირდება ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად?

arrow faq arrow faq

    ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად დაგჭირდებათ:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ქვეყნიდან გამომდინარე)
    • აქტიური ელფოსტა და ტელეფონის ნომერი
    • საბანკო ბარათი

როგორ მივიღებ ონლაინ შეძენილ ავიაბილეთს?

arrow faq arrow faq

დაჯავშნისთანავე, თქვენი ბილეთი და მგზავრობის ყველა დეტალი პირდაპირ თქვენს იმეილზე მოვა.

შესაძლებელია თუ არა ავიაბილეთის გაუქმება ან თარიღის შეცვლა?

arrow faq arrow faq

ეს მთლიანად დამოკიდებულია ავიაკომპანიის და თქვენ მიერ არჩეული ბილეთის წესებზე. გირჩევთ, ყიდვამდე აუცილებლად გადაიკითხოთ გაუქმების და გადაცვლის პირობები.

შემიძლია თუ არა ავიაბილეთში პირადი მონაცემების გასწორება?

arrow faq arrow faq

მცირე ბეჭდური შეცდომის გასწორება ხშირად შეიძლება (ზოგჯერ დამატებითი საფასურით), მაგრამ ბილეთის სხვა ადამიანზე გადაფორმება, როგორც წესი, არ ხდება.

რატომ flytkt.ge?

arrow faq arrow faq

    • სწრაფი და მარტივი: დაჯავშნეთ ავიაბილეთი სულ რამდენიმე წამში.
    • საუკეთესო შეთავაზბები: ჩვენი სისტემა გამუდმებით ეძებს ყველაზე დაბალ ფასებს თქვენთვის.
    • უსაფრთხო ანგარიშსწორება: თქვენი პირადი და საბანკო მონაცემები ჩვენთან საიმედოდაა დაცული.
    • მხარდაჭერა, როცა გჭირდებათ: თუ რამე კითხვა გაქვთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.

კონტაქტი

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ:

ჩვენი მდებარეობა